logo

"მილანმა" ორმაგი ტრანსფერი განახორციელა

"მილანმა" ორმაგი ტრანსფერი განახორციელა

სიმონ კიაერმა გუშინ სამედიცინო შემოწმება გაიარა და არენდის წესით "მილანს" შეუერთდება. აღსანიშნავია, რომ "როსონერის" გამოსყიდვის უფლება ექნება. მის სანაცვლოდ კი "ატალანტაში" მატია კალდარა ოფიციალურად დაბრუნდა.

გარდა დანიელი მცველისა ლომბარდიულ გრანდს "ბორნმუთიდან" მეკარე ასმირ ბეგოვიჩი შეუერთდება, რომელიც სათადარიგოთა სკამზე პეპე რეინას შემცვლელად განიხილება. 32 წლის ბოსნიელმა სეზონის პირველი ნახევარი არენდით აზერბაიჯანულ "ყარაბაღში" გაატარა, დარჩენილ ნაწილს კი "მილანში" ჩაამთავრებს და შესაძლოა ხელშეკრულება გახანგრძლივდეს კიდეც.

კიაერს იტალიაში თამაშის გამოცდილება უმაგრებს ზურგს და ახალგაზრდულ ასაკში "პალერმოში" შესაშურადაც ასპარეზობდა, თუმცა "რომაში" და "ატალანტაში" თავისი პოტენციალი სრულად ვერ გამოავლინა. რაც შეეხება ბეგოვიჩს, წლების მანძილზე ბოსნიის ეროვნული ნაკრების ძირითადი მეკარე იყო და ყველაზე დასამახსოვრებელი საკლუბო კარიერა "ჩელსის" რიგებში ჰქონდა.

ორივე ტრანსფერის ინიციატორი "მილანის" სპორტული დირექტორი რიკი მასარაა. კიაერის გადაბირებას ის გასულ ზაფხულსაც ცდილობდა, თუმცა "ატალანტამ" აჯობა, ხოლო რაც შეეხება ბეგოვიჩს, მასარა "რომაში" მუშაობის პერიოდში ასმირის ალისონის შემცვლელად მიყვანას გეგმავდა, თუმცა საბოლოოდ არჩევანი ოლსენზე შეაჩერეს.

5 თვის წინ
2469 / 4
rossoneri-best
reclam
user
superkaka22 უარესი ნაგავი მოყავთ გუნდში, საშველი არ არის
user
Gaga Jikhashvili პრიმავერაში ითამაშა რამდენჯერმე  ეტყობა ვერ იყოჩაღა
user
ლევან კვინიკაძე არადა კალდარას შანსიც კი არ მიცეს.. ტიპი ბონუჩიში გაცვალეს და ახლა ვიში smile
user
Nero ლევან კვინიკაძე შანსი თორე სულ ხო ლომივით ჯანმრთელი იყო
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ განახლებულ ACMILAN.GE-ს?

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 352
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ