სერია ა-ში ხელით თამაშზე წესები კვლავ შეიცვალა. ნიკოლა რიცოლიმ ორი მაგალითი შემოგვთავაზა, რის მიხედვითაც გაუქმდება ან არ გაუქმდება გატანილი გოლი.
"იბრაჰიმოვიჩის ფლორენციაში გატანილი გოლის მსგავსები აღარ გაუქმდება, რადგან ხელზე მცირე შეხება იყო და მთლიან ეპიზოდზე გავლენა არ მოუხდენია."
"რაც შეეება ვერეტუს "სამპდორიასთან" გატანილ გოლს, მსგავსი გაუქმდება, რადგან ხელზე მოხვედრის ზეგავლენით ბურთმა ტრაექტორია რადიკალურად შეიცვალა." - განაცხადა რიცოლიმ.