logo

"მილანმა" "სპალს" ოფიციალური შეთავაზება გაუკეთა

"მილანმა" "სპალს" ოფიციალური შეთავაზება გაუკეთა

კშიშტოფ პიონტეკი დიდი ალბათობით "მილანს" მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე დატოვებს. "Sportmediaset"-ის მტკიცებით კი "როსონერი" მის მთავარ შემცვლელად ანტრეა პეტანიას განიხილავს.

ლომბარდიულმა გრანდმა "სპალს" ოფიციალური შეთავაზებაც გაუკეთა. 3 მილიონი ზაფხულამდე არენდის სანაცვლოდ, ზაფხულში კი 12 მილიონ ევროდ გამოსყიდვის ვალდებულება.

ზემოთ ხსენებული გამოცემა სერია ა-ს აუტსაიდერის პოზიციასაც ასაჯაროვებს და აცხადებს, რომ "სპალს" ზაფხულში 12 მილიონის ნაცვლად 17 მილიონის მიღება უნდა.

შეგახსენებთ, რომ პეტანია "როსონერის" აღზრდილია და ლომბარდიელების მთავარ გუნდში 3 ოფიციალური შეხვედრაც აქვს ჩატარებული.

2 თვის წინ
1483 / 6
rossoneri-best
user
R.I.P ჩემი აზრით პიონტეკი რომ გაყიდონ და ეს დაიმატონ ჯობია ბევრად კარგი ბურთის მიღება და დაფარვა იცის როგორც ზლატანმა, ტანად ძლიერი ფეხბურთელია ჩემი აზრით ზლატანის სკოლით კარგად მოუმატებს 25 წლისაა თან. 
user
superkaka22 რა პეტანია კარგით რა, რა უნდა გააკეთოს ამან
user
გურამი მამარდაშვილი ერთი ის მინდა ლოკატელი დააბრუნონ ძალიან კარგი ბიჭია და მომავალში სტაბილურად ძლიერი იქნება ეაც ჩვენვე რო გამოვიყენოტ უკეთესი იქნება სანამ რომა და სპალი გააკეთებდეს ფულს ჩვენი ხელმძღვანელების უტვინობით 
user
გურამი მამარდაშვილი ჯერ იყო კრისტანტე ტიპი რომას მომავალია და ნაკრებში კანდიდატი კუტრონე ფიორემ დააბრუნა იქ სადაც უნდა ყოფილიყო და ამ დროს ჩვენ შაურმა არგენტინელი კუზიანი და შვეიცარიელი აქლემინგვყავს 😂 ამას სასაცილოც არ ქვია სატირალია 
user
გურამი მამარდაშვილი სასაცილო ისაა რო საკუთარ აღზრდილებს ჯერ ყრიან და მერე ფულს იხდიან იმდენად ბევრს რო ამაში საღი აზრი არსად შეიძლება იყოს 
user
AC_MILAN_32 რათ გვინდა რათ ეს ხარახურა იგროკები, ნაგვით ავსებენ გუნდს
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ განახლებულ ACMILAN.GE-ს?

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 285
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ