logo

"მილანი" სენსაციური დაბრუნებისთვის ემზადება

"მილანი" სენსაციური დაბრუნებისთვის ემზადება

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე "მილანი" ახალი გარემარბის დამატებას ცდილობს. ყველაზე რეალური ვარიანტი ფედერიკო კიეზაა, თუმცა იტალიელი ფეხბურთელის მაღალი ფასიდან გამომდინარე შესაძლოა პრიორიტეტები შეიცვალოს.

"Corriere dello Sport"-ის მტკიცებით, "მილანი" და "არსენალი" სტეფან ელ შაარავის ვარიანტს განიხილავენ, რომელიც ამჟამად ჩინურ "შანხაი შენჰუაში" ასპარეზობს.

იტალიელმა შემტევმა "როსონერი" 2015 წელს დატოვა და "რომას" შეუერთდა. ჩინურმა კლუბმა ნება დართო ელ შაარავის 2021 წლის იანვრამდე არენდით შეუერთდეს ევროპულ კლუბს, ხოლო ჩემპიონატის გახსნისთანავე აზიაში დაბრუნდეს.

პაოლო მალდინიმ შესაძლოა სწორედ მისი დროებით გადაბირების ვარიანტი აირჩიოს, რათა ზედმეტი ფინანსური რესურსი არ დახარჯოს და ზამთარში მისი სრულფასოვანი შემცვლელი ეძებოს.

1 თვის წინ
1085 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 119
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ