logo

სტეფანო პიოლი: "მადლობა "ელიოტს" ტრანსფერებისთვის, წინ დიდი მიზნებია"

სტეფანო პიოლი: "მადლობა "ელიოტს" ტრანსფერებისთვის, წინ დიდი მიზნებია"

ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას "მილანი" დუბლინში "შემროკ როვერსის" წინააღმდეგ 17 სექტემბერს გამართავს.

დღეს, აღნიშნული მატჩის წინ "როსონერის" დამრიგებელმა სტეფანო პიოლიმ პრესკონფერენცია ჩაატარა და კლუბის მიერ განვლილი პერიოდი შეაჯამა, ასევე ისაუბრა მოახლოვებულ შეხვედრაზე.

"მილანელოზე" პოზიური ატმოსფეროა. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ შევძელით ძალიან კარგი გუნდის აწყობა, კლუბის ყველა სტრუქტურა გამართულად მუშაობს. რებიჩისა და კიაერის დატოვება, ასევე ზლატანის ახალი კონტრაქტი მხოლოდ დადებითად თუ შეფასდება".

"ტონალისა და ბრაჰიმ დიასის ტრანსფერებმა დაგვანახა, რომ კლუბის ხელმძღვანელობას პროგესი და გუნდის ზრდა სურს. მოხარული ვარ ამ შენაძენებით, ელიოტს მადლობას ვუხდი გაწეული შრომისთვის. გუნდს დიდი მიზნები აქვს".

"ახლა მხოლოდ სულისკვეთება უნდა ავიმაღლოთ და ისე შევხვდეთ მომავალ ბრძოლებს, რადგან იტალიაში ჩვენზე ძლიერ მეტოქეებთან მოგვიწევს ჭიდილი".

"რაც შეეხება მოახლოვებულ შეხვედრას, "შემროკი" კარგი გუნდია. ისინი ჩვენზე უკეთეს ფორმაშიც არიან, მათ უკვე 12 შეხვედრა ჩაატარეს, თუმცა გვსურს ვაჩვენოთ, რომ ჩვენ "მილანი" ვართ". - აცხადებს სტეფანო პიოლი.

1 თვის წინ
862 / 0
Rossonero11
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 115
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ