logo

ტატარუშანუ: "ბევრი ფეხბურთელი ოცნებობს მილანურ კლუბში გადმოსვლაზე"

ტატარუშანუ: "ბევრი ფეხბურთელი ოცნებობს მილანურ კლუბში გადმოსვლაზე"

"მილანმა" კიდევ ერთი ახალი შენაძენი, ჩიპრიან ტატარუშანუ წარადგინა, რომელიც "როსონერიში" 1 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს. რუმინელმა მეკარემ პრესკონფერენცია გამართა:

"კლუბს სურს, რომ განახორციელოს კარგი რაღაცები, როგორც ჩვენ ეს სატრანსფერო ფანჯარაზე ვნახეთ. ყოველთვის ძალიან სასიამოვნოა, როცა ასეთი დიდი ისტორიის მქონე კლუბი გიხმობს. ბევრი ფეხბურთელი ოცნებობს მილანურ კლუბში გადმოსვლაზე. მე ბედნიერი ვარ".

"სტიაუას" ფანი ვიყავი და თამაშიც, სწორედ, ამ კლუბში დავიწყე. მამაჩემიც ამ კლუბის დიდი ფანი იყო. მე მათ ყურებაში გავიზარდე".

"სტეფანო პიოლისთან დიდხანს არ მიმუშავია "ფიორენტინაში", მხოლოდ ერთი პრე-სეზონი, მაგრამ როცა აქ მოვედი, მან გამაგებინა, თუ რა სურს მეკარისგან".

2 კვირის წინ
322 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 47
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ