"მილანმა" "ბრეშადან" სანდრო ტონალის ტრანსფერი საბოლოოდ დახურა, თუმცა ნახევარდაცვლის გაძლიერების პროცესს კლუბი აუცილებლად გააგრძელებს.
აქამდე არსებული ცნობით, "როსონერი" "ჩელსიდან" ტიემუ ბაკაიოკოს გადაიბირებდა, თუმცა როგორც ჩანს, სიტუაცია და პრიორიტეტები იცვლება.
La Gazzetta Dello Sport-ის ცნობით, "ჩელსი" და "მილანი" ბაკაიოკოს სატრანსფერო ფასზე ვერ თანხმდებიან. პაოლო მალდინი უარზეა ფეხბურთელისთვის 20 მილიონ ევროზე მეტი გადაიხადოს.
ამასობაში, სტეფანო პიოლისთან კონსულტაციების შემდეგ "როსონერი" მოლაპარაკებას "ლილთან" იწყებს ბუბაქარი სუმარეს თაობაზე.
"ლილსა" და "მილანს" ბოლო დროს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა ჩამოუყალივდათ და შესაძლოა ახალგაზრდა ნახევარმცველი იტალიელებმა ხელში დაბალ ფასად ჩაიგდონ.
ეროვნებით ფრანგი სუმარე 1999 წელსაა დაბადებული, იგი კარიერას "პარი სენ-ჟერმენის" ახალგაზრდულ აკადემიაში იწყებდა.
2017 წლიდან ფეხბურთელი "ლილში" ირიცხება და ამ დროის მანძილზე ლიგა 1 -ში 53 შეხვედრა ჩაატარა.