logo

"მილანმა" კიევის "დინამოს" მარცხენა მცველს თვალი დაადგა [+ვიდეო]

როგორც მოგეხსენებათ, "მილანი" მარცხენა მცველის შეძენით არის დაინტერესებული და კლუბს სურს, რომ სეზონის დაწყებამდე ეს პრობლემა მოაგვაროს. 

"Tuttosport"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "როსონერის" უკვე კონკრეტული კანდიდატურაც ჰყავს შერჩეული, რომელიც კიევის "დინამოს" მოთამაშე, ვიტალი მიკოლენკო გახლავთ. რაც შეეხება მის ღირებულებას, ლომბარდიულ გრანდი ფეხბურთელის შეძენას დაახლოებით, 10-15 მილიონ ევროდ შეძლებს. მანამდე კი ლაქსალტის გაყიდვაა საჭირო, რომელმაც არ გაამართლა.

როგორც "Manchester Evening News" იტყობინება, "მანჩესტერ იუნაიტედი" ერთ-ერთი იმ კლუბებთაგანია, რომლებიც ახალგაზრდა უკრაინელით ინტერესდებიან. ასე რომ, "შავ-წითლებს" მანჩესტერულ კლუბთან მოუწევთ კონკურენციაში შესვლა.

2 კვირის წინ
605 / 1
საშკა ცხოვრებაშვილი
user
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 47
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ