logo

"რეალმა" "მილანს" ნაჩოს ფასი დაუსახელა

"რეალმა" "მილანს" ნაჩოს ფასი დაუსახელა

"ნოვარასთან" და "მონცასთან" არადამაჯერებელი თამაშის შემდეგ, ლეო დუარტე "მილანს" აუცილებლად დატოვებს. დიდი ალბათობით, მის გზას დაადგება მატეო მუსაკიოც.

ამ ყველაფრის ფონზე გუნდში სამი ცენტრალური მცველი იქნება: რომანიოლი, კიაერი და გაბია. "როსონერი" კი კიდევ ერთი ფეხბურთელის ტრანსფერზე იზრუნებს და ყველაზე რეალური კანდიდატი ნაჩო ფერნანდესია.

"რეალი" მზადაა მას შეელიოს და ლომბარდიულ გრანდს ფასიც დაუსახელა - 15 მილიონი ევრო. ნაჩო გამოცდილი და ძალიან მოქნილი მცველია, რომელსაც დაცვის ფლანგებზეც შეუძლია თამაში, რაც მის სარგებლიანობას ზრდის.

1 თვის წინ
1076 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 117
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ