logo

გალიანი: "იმედი მაქვს "ინტერის" გასახდელში ყოფნა არ მოგვიწევს"

გალიანი: "იმედი მაქვს "ინტერის" გასახდელში ყოფნა არ მოგვიწევს"

5 სექტემბერს, ამხანაგურ შეხვედრაში "მილანი" ადრიანო გალიანისა და სილვიო ბერლუსკონის "მონცას" უმასპინძლებს. "ბებერმა მელამ" "Gazzetta dello Sport"-თან ამ საკითხზე ისაუბრა.

"სან სიროზე" დაბრუნება დიდ ემოციებს უკავშირდება და ცუდია, რომ გულშემატკივრები არ იქნებიან. იმედი მაქვს, როგორც ოპონენტებს "ინტერის" გასახდელში ყოფნა არ მოგვიწევს. "მილანის" მონაწილეობით ბოლო შეხვედრა "იუვენტუსთან" ვნახე და სიხარულისგან დავრბოდი."

"იბრაჰიმოვიჩთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ "მონცაში" თამაშზე არ დამთანხმდა. როდესაც ერთმანეთს ვხვდებით, ყოველთვის მასწრებს მოსალმებას და მეუბნება: 'გამარჯობა ბოს'."

"მისი "მილანში" ტრანსფერი? 2010 წელს "ბარსელონას" ერთ-ერთ რესტორანში კონტრაქტის გაფორმებას ავღნიშნავდით. სადილის შემდეგ, საკრედიტო ბარათით გადახდა სამჯერ ვცადე, თუმცა არაფერი გამომივიდა, ამიტომ გადახდა ზლატანს მოუწია. ორივეს გაგვეღიმა და ვუთხარი, რომ ხელფასი არასდროს დაიგვიანებდა, რაზეც გიჟურად ვიცინეთ."

"სეზონის მიზნები? მინდა "მონცა" სერია ა-ში, ხოლო "მილანი" ჩემპიონთა ლიგაზე ვიხილო. ჩემთვის ეს ორი კლუბი ცხოვრების განუყოფელი ნაწილებია." - განაცხადა გალიანიმ.

1 თვის წინ
1101 / 1
rossoneri-best
user
Ikacm7 ❤️❤️❤️ წარმატებები მონცას
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 117
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ