"Calciomercato"-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "პსჟ" და "რეალი" "მილანის" ალჟირელი ნახევარმცველის, ისამელ ბენასერის გადაბირებას ცდილობენ, რომელიც "როსონერის" გასულ სატრანსფერო ფანჯარაზე "ემპოლიდან", 16 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.
პაოლო მალდინი ამჟამად ტიმუე ბაკაიოკოსა და სანდრო ტონალის ტრანსფერებზე მუშაობს, რამაც შესაძლოა ბენასერი-კესიეს დუეტიდან ერთ-ერთის წასვლა გამოიწვიოს, თუმცა სტეფანო პიოლის არც ერთის დათმობა არ უნდა, რათა ნახევარდაცვის ცენტრში დიდი კონკურენცია იყოს.
ამ ყველაფრის ფონზე, რაიმე რადიკალური ცვლილების გარეშე ბენასერი "სან სიროს" არ დატოვებს. 2021 წელს კი მის კონტრაქტში ერთ-ერთი პუნქტი ამოქმედდება, რომლის თანახმადაც მსურველ კლუბს მისი გამოსყიდვა 50 მილიონ ევროდ შეეძლება.