logo

"მილანის" პოზიცია დეულოფეუს ტრანსფერზე

"მილანის" პოზიცია დეულოფეუს ტრანსფერზე

ჟერარ დეულოფეუს "მილანში" თამაში უნდა, რაც რამდენიმე დღის წინ ინტერვიუშიც განაცხადა. "უოტფორდი" ჩემპიონშიფში გავარდა, ამიტომ მზადაა 26 წლის გარემარბი 25 მილიონ ევროდ დათმოს.

"როსონერი" ამ თანხის გადახდას არ აპირებს, რადგან ამჟამად მთავარი აქცენტი სანდრო ტონალიზე და ცენტრალური მცველის გადაბირებაზეა გაკეთებული, რომელიც რომანიოლისა და კიაერს კონკურენციას გაუწევს. გარდა ამისა, მარჯვენა ფლანგის გასაძლიერებლად ნომერ პირველი პრიორიტეტად ბრაჰიმ დიასი განიხილება.

"Calciomercato.com"-ის მტკიცებით, დეულოფეუს ლომბარდიულ გრანდში დაბრუნება გამორიცხული მაინც არაა. იმ შემთხვევაში, თუ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებამდე ჟერარი ახალ კლუბს ვერ მოძებნის, "მილანი" არენდის შეთავაზებას გააკეთებს შემდგომი გამოსყიდვის უფლებით.

1 თვის წინ
884 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 117
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ