logo

მალდინი ორ ფეხბურთელთან შეთანხმდა; მესამესთან მოლაპარაკებები გადამწყვეტ ფაზაშია

მალდინი ორ ფეხბურთელთან შეთანხმდა; მესამესთან მოლაპარაკებები გადამწყვეტ ფაზაშია

"SportMediaset"-ის მტკიცებით, პაოლო მალდინიმ ზლატან იბრაჰიმოვიჩთან შეთანხმებას მიაღწია და კონტრაქტი ოფიციალურად ამ უიქენდზე გაფორმდება. შვედი თავდამსხმელი ხელფასის სახით 6 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც 500 000 ბონუსები დაემატება და კიდევ 500 000 იმ შემთხვევაში, თუ "მილანი" ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას მოახერხებს.

"როსონერიმ" ასევე შეთანხმებას მიაღწია ტიმუე ბაკაიოკოსთან. "ჩელსისთანაც" შეთანხმება მიღწეულია და მცირე დეტალებია დასაზუსტებელი, თუმცა ტრანსფერს ხელს უკვე აღარაფერი უშლის.

მოლაპარაკებები გადამწყვეტ ფაზაშია ბრაჰიმ დიასთან. ახალგაზრდა ესპანელს ჯერ სურს ზინედინ ზიდანის გადაწყვეტილება გაიგოს და იმ შემთხვევაში, თუ ფრანგი სპეციალისტისგან გარანტიებს ვერ მიიღებს, ლომბარდიული გრანდის შეთავაზებას აუცილებლად დათანხმდება.

1 თვის წინ
2401 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 111
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ