ჟურნალისტებმა ანტონიო ვიტიელომ და დანიელე ლონგომ გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც "მილანმა" მინო რაიოლასთან ზლატან იბრაჰიმოვიჩის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია.
თავად აგენტი, ტვიტერის მეშვეობით გამოეხმაურა ამ სიახლეს და სიცრუე უწოდა: "იბრაჰიმოვიჩს "მილანთან" ახალი კონტრაქტი არ გაუფორმებია".