logo

მესის დამატების პრეტენდენტებში "მილანიც" დასახელდა

მესის დამატების პრეტენდენტებში "მილანიც" დასახელდა

"ბარსელონასა" და ლეო მესის შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა და არგენტინელი ვარსკვლავი კლუბს კონტრაქტის გაწყვეტისკენ უბიძგებს, რათა ახალ კლუბში გადასვლას პრობლემები არ მოჰყვეს.

"RAC1"-ის მტკიცებით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს, რადგან კონტრაქტი ოფიციალურად 30 ივნისამდეა ძალაში.

ამასობაში არგენტინული გამოცემა "Ole" 33 წლის ფეხბურთელის გადაბირების პრეტენდენტთა სიას ასახელებს: "მილანი", "მანჩესტერ იუნაიტედი", "სიტი", "ჩელსი", "არსენალი", "ინტერი", "პსჟ" და "იუვენტუსი".

იგივე გამოცემა იუწყება, რომ ამერიკული კორპორაცია "ელიოტი" მზადაა დიდი თანხა დახარჯოს, რათა "როსონერიმ" იტალიისა და ევროპის მასტაბით ტიტულების მოგება დაიწყოს და შესაძლოა მესი ამ ყველაფრის მთავარი გასაღები გახდეს.

2 თვის წინ
1647 / 3
rossoneri-best
user
Luka Tevdorashvili ნუ ეს კი ზღაპარი და არარეალურია, მაგრამ რა ვერ გაიგეს ამათმა იცი?! ის რომ ესეთი დონის ვარსკვლავის ყიდვას კი დიდი სახსრები სჭირდება, მაგრამ მეორეს მხრივ, დიდი შემოსავალის გარანტია ეს ყველაფერი. როგორ? როგორ და მესის ნაირი ფეხბურთელი რო გადმოვა, ჯერ მარტო მისი მაისურები და სუვენირებით შეიძლება ტრანსფერის ნახევარი ფულის ამოღება. შემდეგ ამას დაემატება სხვა და სხვა სახის რეკლამები და სპონსორების არმია. მარტო პუმა კი აღარ იქნება, მერე მოაწყდება მსოფლიო ბრენდები სპონსორობაზე. გაიხსენეთ, მანჩესტერ
user
Luka Tevdorashvili Luka Tevdorashvili მანჩესტერმა რომ იბრა იყიდა, თუ უფასოდ მიიწვია, მისი მაისურებით გაყიდვიდან არც მეტი არც ნაკლები 100მილიონი შეუვიდათ. ეს ცხადზე ცხადია რომ ესეთ დიდ ტრანსფერებს, ასეთი შემოსავლები მოყვება, უბრალოდ ჩვენებს სხვანაირი პოლიტიკა აქვთ და ურჩევნიათ ახალგაზრდაში გადაიხადონ 3მილიონი რომელიც შემდგომში ეღირება 30მილიონი, რასაც ეს განდილა გაზიდისი არსენალში აკეთებდა მთელი ცხოვრება. მაგრამ ჩვენ რომ არსენალი არავართ და ფეხბურთელების გაზრდა გაყიდვით არ ვართ დაინტერესებული ეს ვერ გაიგო ამ ჩობანმა. დააინტერესა ელიოტი ამ ყველაფრით და დააბოლა რომ 5მილიონად ნაყიდ ფეხბურთელს 50მილიონად გაყიდიდნენ და მათაც ოღონდ ფულის საშოვნელი გზა აჩვენე და...  ზუსტად ამ ყველაფრის წინააღმდეგი იყო ბობანი და შეეწირა კიდეც. იმედია მალდინი არ მიცემს საშუალებას მსგავსი სირული პოლიტიკის გატარების. 
user
superkaka22 კარგით რა, ინტერისტებს ნუ დავემსგავსებით, დღეს ვიღაც ინტერისტა გამომიხტა რატო არ უნდა გადმოვიდეს ინტერში მაგაზე ნაკლებებს უთამაშიათო?? ეგ იქით იყოს და რანაირად მოყავთ მილანში  2 წლიანი იჯარა გამოსყიდვია უფლებით?:))) ან ხელფასი რა ექნება ძაან მაინტერესებს 6მილიონზე მეტს ვერავის მივცემთო და მესი 6 მილიონს თვეში აკეთებს :))))
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 133
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ