logo

"მილანი" ბრაჰიმ დიასის გადმობირებას ეცდება

"მილანი" ბრაჰიმ დიასის გადმობირებას ეცდება

"Calciomercato.com"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მილანი" მადრიდის "რეალის" ფეხბურთელის, ბრაჰიმ დიასის გადმობირებას ეცდება.

როგორც წყარო იტყობინება, ლომბარდიული გრანდი მადრიდულ კლუბთან მოლაპარაკებას აწარმოებს და მიზანიც ცნობილია. "როსონერის" ესპანელი ფეხბურთელის იჯარით წამოყვანა სურს შემდგომ გამოსყიდვის უფლებით.

"Transfermarkt" 21 წლის ფეხბურთელს 13.5 მილიონ ევროდ აფასებს. შეგახსენებთ იმასაც, რომ ამ სეზონში ბრაჰიმის ანგარიშზე "რეალის" მაისურით 10 შეხვედრაში 1 გოლია.

2 თვის წინ
622 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 122
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ