"მილანის" ექს-ფეხბურთელმა, მარიომ ბალოტელიმ ახალი ტატუირება გაიკეთა, რომლის ფოტოებიც სოციალურ ქსელში ატვირთა. იტალიელმა ფეხბურთელმა მარჯვენა თვალთან ჯვარი და წარწერა "Black Power" გამოსახა. ასევე, ფოტოში სხვა ტატუირებაც ჩანს.
როგორც სხვადასხვა გამოცემები იტყობინებიან, მარიოთი თურქული "ბეშიქთაში" და რუმინული "კლუჟი" ინტერესდებიან.
შეგახსენებთ იმასაც, რომ 30 წლის ფეხბურთელი ლომბარდიული გრანდს 2013 წელს "სიტიდან" შეუერთდა. შემდეგ ფორავარდი "ლივერპულმა" შეიძინა, საიდანაც ფეხბურთელი "როსონერიში" იჯარით გაანათხოვრეს. ბალოტელის ანგარიშზე "შავ-წითლების მაისურით 75 შეხვედრაში 33 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა.