logo

ვინ იქნება "მილანის" ახალი მარცხენა მცველი - 2 ვარიანტი

ვინ იქნება "მილანის" ახალი მარცხენა მცველი - 2 ვარიანტი

"მილანი" ტეო ერნანდესის შემცვლელის ძიებაშია. ფრანგი განაპირა მცველი ძალიან ბევრს თამაშობს და "როსონერის" სურს მისი დამსვენებელი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შეიძინოს.

შეგახსენებთ, რომ რიკარდო როდრიგესი "ტორინოში" ოფიციალურად გადავიდა, ასევე მოსალოდნელია დიეგო ლაქსალტის წასვლაც.

რაც შეეხება ახალ ვარიანტებს, ამ ეტაპზე "მილანი" მატიას ვინას ან იაგოს შეძენას განიხილავს.

22 წლის ურუგვაელი ვინა ბრაზილიური "პალმეირასის" ღირსებას იცავს. 2019 წლიდან იგი ურუგვაის ნაკრებშიც თამაშობს და უკვე მოასწრო 6 შეხვედრაში მონაწილეობის მიღება.

23 წლის ბრაზილიელი იაგო კი გერმანიის ბუნდესლიგის ერთ-ერთი ამომავალი ვარსკვლავია. მარცხენა მცველი "აუგსბურგის" ღირსებას იცავს და ბრაზილიის ასაკობრივ ნაკრებშიც უხმობენ ხოლმე.

2 თვის წინ
900 / 0
Rossonero11
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 105
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ