logo

"მილანი" ექვს სატრანსფერო ოპერაციაზეა ფოკუსირებული - სახელები

"მილანი" ექვს სატრანსფერო ოპერაციაზეა ფოკუსირებული - სახელები

სტეფანო პიოლის გუნდი 24 აგვისტოს მილანელოზე შეიკრიბება და მანამდე ხელმძღვანელობას რამდენიმე საკითხის მოგვარება აქვს გადაწყვეტილი.

"Calciomercato.com"-ის ჟურნალისტი დანიელე ლონგო ტვიტერის გვერდის მეშვეობით ავრცელებს ცნობას, რომლის მიხედვითაც "მილანი" ამჟამად 6 სატრანსფერო ოპერაციაზეა ფოკუსირებული.

პირველი რა თქმა უნდა ზლატან იბრაჰიმოვიჩთან კონტრაქტის გახანგრძლივებაა. შემდეგი სამიზნეები კი ახალი მარჯვენა მცველი და ცენტრალური ნახევარმცველი იქნებიან.

ლონგო ასევე ირწმუნება, რომ "როსონერი" აქტიურად მუშაობს რადე კრუნიჩისა და ლეო დუარტეს გაყიდვაზე, ხოლო მატეო გაბიას განათხოვრებას აპირებენ, რათა მეტი სათამაშო პრაქტიკა მიიღოს.

2 თვის წინ
982 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 115
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ