"მილანი" მირანჩუკისთვის ბრძოლაში კვლავ დაწინაურდა

"მილანი" მირანჩუკისთვის ბრძოლაში კვლავ დაწინაურდა

ალექსეი მირანჩუკი დიდი ალბათობით კარიერას სერია ა-ში გააგრძელებს. რუსი ნახევარმცველის შეძენის ინიციატორი რიკი მასარა გახლავთ, რომელსაც მისი თვისებები ძალიან ხიბლავს.

"Calciomercato"-ს მტკიცებით, "ატალანტამ" "ლოკომოტივთან" შეთანხმებას მიაღწია და ტრანსფერის გაოფიციალურების შემთხვევაში ბერგამოელები მოსკოველებს 18 მილიონ ევროს ჩაურიცხავენ, რასაც მომავალში ბონუსებიც დაემატება.

მიუხედავად ამისა, "Sportrbc.ru" იტყობინება, რომ "მილანი" "ლოკომოტივისთვის" ახალ შეთავაზებას ამზადებს და სწორედ ფებურთელის ინიციატივით, მოსკოველები მანამ არ დაიწყებენ "ატალანტასთან" კონტრაქტის დეტალებზე საუბარს, სანამ "როსონერის" შეთავაზებას არ განიხილავენ.

იგივე ვებგვერდის მტკიცებით, "ატალანტასთან" ერთად მირანჩუკის შეძენა "რომასაც" უნდა, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ლომბარდიული გრანდი "ლოკომოტივთან" შეთანხმებას მიაღწევს, ალექსეი "შავ-წითლების" ვარიანტის გარდა სხვას არც განიხილავს.

1 წლის წინ
1017 / 0
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ტონალი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ბენასერი