logo

"მილანი" იტალიაში მესამეა: რამდენი დახარჯა "როსონერიმ" ბოლო 5 წლის განმავლობაში

"მილანი" იტალიაში მესამეა: რამდენი დახარჯა "როსონერიმ" ბოლო 5 წლის განმავლობაში

სტატისტიკის თანახმად, 2015 წლის შემდეგ იტალიაში ყველაზე მეტ თანხას ტურინის "იუვენტუსი" ხარჯავს და საერთო ჯამში "ბიანკონერიმ" ამ დროის მანძილზე ტრანსფერებისათვის 998,3 მილიონი ევრო გაიღო.

მეორე ადგილზე "ინტერია", რომელმაც 673,2 მილიონი ევრო დახარჯა, ხოლო მესამე ადგილს "მილანი" იკავებს 620,3 მილიონით. მოცემულ დროში "შავ-წითლებმა" 53 ფეხბურთელი გადაიბირეს, ანუ ერთ ფეხბურთელში საშუალოდ 15,9 მილიონს იხდიდნენ.

ყველაზე მეტი ხარჯი კი "როსონერიმ" 2017 წლის ზაფხულში ნახა, როდესაც ერთდროულად რამდენიმე ძვირადღირებული ტრანსფერი განახორციელა: ანდრე სილვა, ჰაკან ჩალჰანოღლუ, ანდრეა კონტი, ფრანკ კესიე, რიკარდო როდრიგესი და ლეონარდო ბონუჩი.

3 თვის წინ
876 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 199
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ლეაო, მუსაკიო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ