logo

Tuttosport: "მილანი" თუ "ინტერი"? მენდესმა კოშტას მომავალი კლუბი შეარჩია

Tuttosport: "მილანი" თუ "ინტერი"? მენდესმა კოშტას მომავალი კლუბი შეარჩია

ესპანური რადიოს "Cadena COPE"-ს ჟურნალისტმა ხუან გატომ თავის ტვიტერის გვერდზე გაასაჯაროვა პოსტი, რომლის თანახმადაც დიეგო კოშტა კარიერას ქალაქ მილანში გააგრძელებდა, თუმცა უცნობი იყო რომელ კლუბში: "მილანში" თუ "ინტერში".

"Tuttosport"-ის მტკიცებით, ბრაზილიური ფესვების მქონე ესპანელი თავდამსხმელი ნამდვილად დატოვებს "ატლეტიკოს", თუმცა წარსულში ანტონიო კონტესთან "ჩელსიში" მომხდარი უთანხმოების გამო, მისი "ნერაძურიში" ტრანსფერი გამორიცხულია.

ამ ყველაფრის ფონზე მისი აგენტი ხორხე მენდესი თავისი კლიენტის "როსონერისთვის" შეთავაზებას აპირებს, თუმცა საეჭვოა "შავ-წითლები" ამ შეთავაზებას დათანხმდნენ. კოშტა უკვე 31 წლისაა, ხოლო "მილანი" იბრაჰიმოვიჩის შემცვლელად ახალგაზრდა თავდამსხმელს უმიზნებს.

2 თვის წინ
927 / 1
rossoneri-best
user
acm dato ეს მილანში არ დამანახოთთთ
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 133
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ