logo

ლაქსალტს მსურველი იტალიაშიც გამოუჩნდა

ლაქსალტს მსურველი იტალიაშიც გამოუჩნდა

"მილანმა" რიკარდო როდრიგესის "ტორინოში" ტრანსფერი შეათანხმა. ახლა ჯერი კიდევ ერთ მარცხენა მცველზე დიეგო ლაქსალტზეა, რომლითაც მოსკოვის "ლოკომოტივი" ინტერესდებოდა, თუმცა მოლაპარაკებები ჩაიშალა.

"როსონერი" ურუგვაელი უნივერსალის სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს ითხოვდა, ხოლო რუსები ამ თანხის მხოლოდ ნახევრის გადახდას აპირებდნენ. ამასობაში "Tuttosport" ირწმუნება, რომ "ჯენოას" ლაქსალტის უკან დაბრუნება აქვს გადაწყვეტილი.

ლიგურიელებისთვის ერთადერთი პრობლემა დიეგოს მაღალი ანაზღაურებაა - 1,5 მილიონი ევრო სეზონში. თავის მხრივ, არც სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელია იმ კლუბში დაბრუნების წინააღმდეგი, სადაც კარიერის საუკეთესო წლები გაატარა.

3 თვის წინ
655 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 195
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ლეაო, მუსაკიო, სალმაკერსი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ