logo

გალიანი: "პირლო ფეხბურთელობის დროსაც მწვრთნელი იყო, ამიტომ დავალებას თავს გაართმევს"

გალიანი: "პირლო ფეხბურთელობის დროსაც მწვრთნელი იყო, ამიტომ დავალებას თავს გაართმევს"

ადრიანო გალიანიმ "Corriere dello Sport"-თან ინტერვიუ ჩაწერა და რამდენიმე ძალიან საინტერესო თემაზე ისაუბრა.

"პირლო ფეხბურთელობის დროსაც მწვრთნელი იყო, ამიტომ დაკისრებულ დავალებას თავს გაართმევს. 9 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ანდრეამ "მილანი" დატოვა და ახლა ვხვდები, რომ ჩემი მხრიდან არასწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული."

"გამოვყოფდი პირლოსა და პიპო ინძაგის, რომლებიც თამაშის თითოეულ დეტალს უღრმავდებოდნენ და მათ ძირეულად სწავლობდნენ. განსხვავებულები იყვნენ რონალდო და რონალდინიო."

"მაგალითისათვის ფენომენმა "სიენასთან" თამაშის წინა დღეს ორი თეფში პასტა ჭამა და თითქმის ნახევარი კილო პურიც მიაყოლა. მე და ანჩელოტიმ ვურჩიეთ, რომ ამდენი არ ეჭამა, რა დროსაც გატენილი პირით გვიპასუხა: 'სანერვიულო არაფერია, მოწინააღმდეგემ უნდა ინერვიულოს'."

"რონალდინიო კი კიდევ უფრო რადიკალური შემთხვევა იყო. თუ არ ეტყოდი, არც კი იცოდა თუ ვის ეთამაშებოდი ერთ დღეში." - განაცხადა გალიანიმ.

2 თვის წინ
1679 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 117
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ