"MilanNews"-ის თქმით, მხარეებს შორის ბოლო სატელეფონო საუბარი შედგა და ზლატან იბრაჰიმოვიჩი უახლოეს მომავალში "მილანთან" კონტრაქტს ოფიციალურად გაახანგრძლივებს.
მინო რაიოლას თავისი კლიენტისათვის დიდი ბონუსები სურდა, როგორც ინდივიდიუალური, ასევე გუნდური წარმატების შემთხვევაშიც და მიზანსაც მიაღწია. იმ შემთხვევაში, თუ "როსონერი" მომავალ სეზონში ოთხეულში მოხვდება ან ევროპის ლიგას მოიგებს, შვედი გიგანტის ბონუსები ძალიან მაღალი იქნება.
რაც შეეხება ხელფასს, ზლატანი 6 მილიონ ევროს ითხოვდა, თუმცა დაახლოებით 4 მილიონ ევროს მიიღებს სეზონში. მიუხედავად ამისა, ბონუსებით იბრას 7 მილიონი ევროს გამომუშავება შეუძლია.
ახლა არავინ კითხულობს გაახანგრძლივებს თუ არა იბრაჰიმოვიჩი "მილანთან" კონტრაქტს. საკითხავი ისაა, თუ რამდენ ხანში გაოფიციალურდება აღნიშნული შეთანხმება.