La Nazione-ს ინფორმაციით, "მილანმა" "ფიორენტინას" მცველის ნიკოლა მილენკოვიჩის აგენტთან ფალი რამადანისთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა.
თუმცა, "როსონერი" მაინც პრობლემის წინაშე დგას, ეს პრობლემა კი თავად "ფიორენტინაა".
22 წლის მცველის გასხვისებით "ვიოლა" ამჟამად დაინტერესებული არაა. მათი მიზანია მილენკოვიჩი კიდევ 1 წლით შეინარჩუნონ.
სერბი ფეხბურთელის კონტრაქტი "ფიორენტინასთან" 2022 წლის ივნისში იწურება, ხოლო თუ კლუბი მომავალ ზაფხულამდე მოიცდის, დგას საშიშროების წინაშე, მოთამაშე საერთოდ დაკარგოს და სარგებელი ვერ ნახოს, რადგან როგორც მედია იუწყება, მცველის მხარე ახალი კონტრაქტის გაფორმებას კლუბთან არ აპირებს.