მირაბელი: "ზლატანისთვის ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე არც უნდა დაფიქრდნენ"

მირაბელი: "ზლატანისთვის ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე არც უნდა დაფიქრდნენ"

"მილანის" ყოფილმა ტექნიკურმა დირექტორმა მასიმილიანო მირაბელიმ "Tuttosport"-თან ინტერვიუში რამდენიმე საინტერესო თემაზე ისაუბრა.

"მალდინი ძალიან კარგად მუშაობს და მიხარია, რომ პიოლის შენარჩუნების გადაწყვეტილება მიიღეს. მან ეს დაიმსახურა და ამ ეტაპზე მთავარი მწვრთნელის პოსტზე რანგნიკის დანიშვნა უადგილო იქნებოდა."

"დონარუმა 100 მილიონ ევროზე მეტი ღირს და მიხარია, რომ სამი წლის წინ ის "სან სიროზე" დარჩენაში დავარწმუნე. ჩემი მხრიდან, "როსონერისათვის" ეს საუკეთესო საჩუქარი იყო."

"ჩალჰანოღლუ ყოველთვის განსაკუთრებით მომწონდა, პიოლიმ კი მას წარმატების გასაღები მისცა. იგივე შეიძლება ითქვას კესიეზეც, რომელიც იმავე ფეხბურთს აჩვენებს, რომელსაც თავის დროზე "ატალანტაში" აჩვენებდა."

"ზლატანისთვის ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე არც უნდა დაფიქრდნენ. ნესტასა და გატუზოს წასვლის შემდეგ, ლომბარდიულ გრანდს მისი მსგავსი ლიდერის თვისებების მქონე ფეხბურთელი არ ჰყოლია." - განაცადა მირაბელიმ.

11 თვის წინ
993 / 0
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ტონალი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ბენასერი