"მილანს" რობინსონის ხელში ჩაგდება საოცრად დაბალ ფასში შეუძლია

"მილანს" რობინსონის ხელში ჩაგდება საოცრად დაბალ ფასში შეუძლია

ენტონი რობინსონი იანვარში ძალიან ახლოს იყო "მილანში" გადაბარგებასთან თუმცა სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა, რადგან გულის პრობლემები აღმოაჩნდა, ამიტომ კვლავ "უიგანში" დაბრუნდა.

"Tuttosport"-ის მტკიცებით, "როსონერის" სამიზნეში კვლავაა ამერიკელი მარცხენა მცველი და ტეო ერნანდესის შემცვლელად განიხილება იმის ფონზე, რომ რიკარდო როდრიგესი და დიეგო ლაქსალტი "სან სიროს" დატოვებენ.

ამასთან ერთად ინგლისური "Telegraph" იუწყება, რომ მსურველ კლუბს რობინსონის გამოსყიდვა 1,67 მილიონ ევროდ შეუძლია. "მილანის" გარდა კი ენტონის გადაბირების სურვილს "ლესტერი" და "ვესტ ჰემი" გამოთქვამენ.

11 თვის წინ
1216 / 0
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ტონალი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ბენასერი