logo

მუსაკიოდან რეინამდე: "მილანიდან" წამსვლელთა სია

მუსაკიოდან რეინამდე: "მილანიდან" წამსვლელთა სია

პაოლო მალდინი და ფრედერიკ მასარა აქტიურად მუშაობენ "მილანიდან" წამსვლელი ფეხბურთელების საკითხზე. პირველი სიაშია მატეო მუსაკიო, რომელსაც "სან სიროს" დატოვება არ სურს, მაგრამ მომავალ კვირაში "როსონერის" ხელმძღვანელობა არგენტინელი მცველის აგენტს შეხვდება და სიტუაციაში გაარკვევს. ლომბარდიული გრანდი მას 18 მილიონ ევროდ აფასებს.

სიაში მეორე პეპე რეინაა, რომელსაც სეზონში 3,5 მილიონი ევრო აქვს ხელფასი. სწორედ ესაა მიზეზი მისი გასხვისებისა. ასევე გადაწყვეტილია, რომ "მილანი" ასმირ ბეგოვიჩს არ გამოისყიდის, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, თუ ვის მოიყვანს მალდინი დონარუმას შემცვლელად სათადარიგოთა სკამზე.

მესამე ფეხბურთელი რიკარდო როდრიგესია, რომელსაც რამდენიმე მსურველი ჰყავს, თუმცა ყველაზე მეტად ბერლინის "ჰერტა" აქტიურობს. ასევე წავა კიდევ ერთი ნომინალური მარცხენა მცველი დიეგო ლაქსალტი, რომლითაც "ლოკომოტივი" ინტერესდება, თუმცა იტალიელები და რუსები შეთანხმებისგან ჯერ კიდევ ძალიან შორს არიან.

2 თვის წინ
1152 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 119
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ