logo

რაიოლამ "მილანს" "მანჩესტერ იუნაიტედის" გარემარბი შესთავაზა

რაიოლამ "მილანს" "მანჩესტერ იუნაიტედის" გარემარბი შესთავაზა

ახალი წელი, ძველი სურათი. "მილანმა" "სამპდორიასთან" უსახური შეხვედრა ჩაატარა და უგოლო ფრეს გამორჩა, რამაც ხელმძღვანელობა გუნდის გაძლიერებისკენ კიდევ ერთხელ დააფიქრა.

ბობანისა და მალდინის სამიზნეში ასევე იქნებიან შემტევი ფეხბურთელები, რადგან მხოლოდ ზლატანი საქმეს ვერ უშველის. ამასობაში "Sportitalia"-ს მტკიცებით, მინო რაიოლამ "როსონერის" "მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევი ჯესი ლინგარდი შესთავაზა.

"Sky Sport"-ის ინფორმაციით კი ინგლისელმა ფეხბურთელმა "მანიკუნიანელთა" მოძულე რაიოლა იმიტომ აირჩია აგენტად, რომ "ოლდ ტრაფორდიდან" აბარგება აქვს გადაწყვეტილი.

27 წლის ფეხბურთელს "ეშმაკუნები" 45 მილიონ ევროდ აფასებენ, მაგრამ დიდი ალბათობით ეს ფასი საგრძნობლად დაიკლებს, რადგან მიმდინარე სეზონში ლინგარდმა პრემიერ ლიგის 18 შეხვედრაში გოლის გატანა ერთხელაც ვერ შეძლო.

4 თვის წინ
1581 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ განახლებულ ACMILAN.GE-ს?

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 319
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ