logo

რატომ ჩავარდა გარიგება "მილანთან" - რანგნიკმა პირველი განცხადება გააკეთა

რატომ ჩავარდა გარიგება "მილანთან" - რანგნიკმა პირველი განცხადება გააკეთა

გერმანულ გამოცემა "კიკერთან" ინტერვიუში რალფ რანგნიკმა ისაუბრა იმ მიზეზების შესახებ, რატომაც "მილანთან" მოლაპარაკებები გადამწყვეტ მომენტში ჩავარდა.

შეგახსენებთ, რომ გერმანელ სპეციალისტს "როსონერი" ტექნიკური დირექტორისა და მთავარი მწვრთნელის პოსტს სთავაზობდა. მოლაპარაკებები რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

რანგნიკის თქმით, "მილანი" შესანიშნავ სვლაზე იყო და იტალიაში გადაბარგება ამ მომენტში ჭკვიანური გადაწყვეტილება არ იქნებოდა.

"მილანმა" პანდემიის შემდეგ თავი საოცრად წარმოაჩინა. გუნდმა 9 თამაში მოიგო და 3 ფრედ დაასრულა. იქ წასვლა ასეთ მომენტში ჭკვიანური გადაწყვეტილება არ იქნებოდა".

"არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იყო ამ გადაწყვეტილების ინიციატორი, მე თუ კლუბის ხელმძღვანელები. მთავარია სწორ არჩევანამდე მივედით".

"ზუსტად მესმის "მილანის" ქომაგების, რატომ ითხოვდნენ ფუნდამენტურ ცვლილებებს. ახლა კი მათ პოზიტიური პერიოდი უდგათ". - აცხადებს რანგნიკი.

2 თვის წინ
1223 / 0
Rossonero11
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 115
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ