ცოტა ხნის წინ, "მილანის" ოფიციალურმა ვებგვერდმა "როსონერის" პირველი ტრანსფერი დაადასტურა. ლომბარდიული გრანდის შემდეგი სეზონის პირველი შენაძენი ფრანგი მარჯვენა მცველი, პიერე კალულუ გახლავთ, რომელიც მილანურმა კლუბმა უფასოდ დაიმატა.
კალულუ "შავ-წითლებს" "ლიონის" მეორე გუნდიდან შეუერთდა. ფეხბურთელმა ლომბარდიულ გრანდთან კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.
ცნობისათვის, გეტყვით იმასაც, რომ 20 წლის ფეხბურთელმა ამ სეზონში უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე 7 შეხვედრა ჩაატარა და ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა.