ჯეკ ბონავენტურას 6 წლიანი მილანური კარიერა დასრულდა. როგორც მოგეხსენებათ, ფეხბურთელი "როსონერისთან" კონტრაქტს აღარ გაახანგრძლივებს და ლომბარდიულ გრანდს დატოვებს.
"მილანმა" კი სოციალურ ქსელში იტალიელ ფეხბურთელს მადლობა გადაუხადა.
შეგახსენებთ იმასაც, რომ 30 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე "მილანის" მაისურით 184 შეხვედრაში 35 გოლია.