logo

პიოლის მატჩისწინა პრესკონფერენცია

პიოლის მატჩისწინა პრესკონფერენცია

როგორც მოგეხსენებათ, ხვალ თბილისის დროით 22:45 საათზე "მილანი" სერია ა-ს 2019/20 სეზონის ბოლო ტურში "კალიარს" დაუპირისპირდება. "როსონერის" თავკაცმა, სტეფანო პიოლიმ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა:

"ხვალინდელ მატჩში გუნდი იქნება კონკურენტუნარიანი. იქნება რამდენიმე ცვლილება, მაგრამ ყველა მოთამაშე მზად არის. რებიჩის მაგივრად ლეაო დაიწყებს. თითოეულმა მოთამაშემ უკვე აჩვენა, რომ მათ შეუძლიათ წვლილის შეტანა. ჩვენ ხვალ გამარჯვებისთვის და პირადი კმაყოფილებისთვის ვითამაშებთ".

"მოტივირებულები ვართ და, როგორც ჩვენი მოვალეობა, ასევე, სურვილია, რომ სეზონი რაც შეიძლება მაქსიმალურად კარგად დავასრულოთ. მადლობა მინდა გადავუხადო "მილანის" ყველა წევრს, რომლებიც თავიანთი საქმის პროფესიონალნი არიან".

"მივესალმები "როსონერის" თითოეულ გულშემატკივარს, როგორც იტალიაში, ასევე, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მადლობა მათ, ვინც სტადიონზე გამოგვიცხადეს მხარდაჭერა. სამწუხაროდ, სეზონის ამ შესანიშნავი პერიოდის ერთად გატარება ვერ მოვახერხეთ. იმედი მაქვს, რომ ჩვენს გულშემატკივარს მალე დავინახავ და მათთან ერთად უფრო ძლიერნი ვიქნებით".


1 კვირის წინ
646 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ განახლებულ ACMILAN.GE-ს?

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 395
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ