logo

ანჩელოტის რჩევა "მილანს" იბრაჰიმოვიჩთან დაკავშირებით

ანჩელოტის რჩევა "მილანს" იბრაჰიმოვიჩთან დაკავშირებით

"მილანის" ყოფილმა თავკაცმა, კარლო ანჩელოტიმ ლომბარდიულ გრანდს ზლატან იბრაჰიმოვიჩთან დაკავშირებით რჩევა მისცა. "Radio Rai" ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს:

"ზლატანთან კონტრაქტის გაფორმება სწორ გადაწყვეტილებასთან ერთად კლუბის ვალიც არის. იგი ჯერ კიდევ შეუცვლელი ფეხბურთელია".

იტალიელი სპეციალისტი სტეფანო პიოლის კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხსაც შეეხო:

"ვფიქრობ, რომ "როსონერიმ" სტეფანო პიოლისთან კონტრაქტის გახანგრძლივებით სწორი გადაწყვეტილება მიიღო. მან კარგად იმუშავა და გუნდი კრიზისიდან გამოიყვანა".

შეგახსენებთ იმასაც, რომ შვედი ფეხბურთელის ანგარიშზე ამ სეზონში "შავ-წითლების" მაისურით 18 შეხვედრაში 8 გოლია.

 


4 თვის წინ
870 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 194
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ლეაო, მუსაკიო, სალმაკერსი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ