logo

მალდინი "კაზა მილანში" ორი ფებურთელის აგენტებს შეხვდა

მალდინი "კაზა მილანში" ორი ფებურთელის აგენტებს შეხვდა

მას შემდეგ, რაც გადაწყდა, რომ სტეფანო პიოლი "მილანში" რჩება, პაოლო მალდინიმ ახალ ტრანსფერებზე დაიწყო ზრუნვა. "როსონერი" კი ყველაზე მეტ ყურადღებას მარჯვენა მცველისა და ჩამშლელი ნახევარმცველის პოზიციას უთმობს.

ლომბარდიული გრანდის ტექნიკური დირექტორი დღეს, "კაზა მილანში" გრაციანო ბატისტინისა და სებასტიანო სალაროლის შეხვდა, რომლებიც შესაბამისად ემერსონ როიალისა და მარკ როკას აგენტები არიან.

21 წლის ბრაზილიელი მარჯვენა მცველი "ბარსელონას" საკუთრებაშია და კატალონიელები მას 30 მილიონ ევროდ აფასებენ. რაც შეეხება როკას, მსურველ კლუბს მისი კონტრაქტის გამოსყიდვა "ესპანიოლიდან" 25 მილიონი ევრო დაუჯდება.

2 თვის წინ
1037 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 119
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ