logo

"ბენფიკა" "მილანის" ნახევარმცველის ტრანსფერზე მუშაობს

"ბენფიკა" "მილანის" ნახევარმცველის ტრანსფერზე მუშაობს

ალენ ჰალილოვიჩი "მილანმა" ჰოლანდიურ "ჰერენვენში" გაანათხოვრა, თუმცა სეზონის ბოლოს კვლავ "სან სიროზე" დაბრუნდება. 24 წლის ნახევარმცველი "როსონერის" ვერ მოერგო და მხოლოდ ევროპის ლიგის შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა.

ჯანლუკა დი მარციოს მტკიცებით, ხორვატი ფეხბურთელი სტეფანო პიოლის გეგმებშიც ვერ ჯდება, ამიტომ ლომბარდიელები მზად არიან კვლავ გაანათხოვრონ იგი.

ჰალილოვიჩის გადაბირება რამდენიმე ესპანურ კლუბს სურს: "ბეტისს", "ლევანტესა" და "ესპანიოლს", თუმცა ყველაზე რეალური ვარიანტი პორტუგალიური "ბენფიკაა". აღსანიშნავია, რომ "არწივებმა" "მილანთან" მოლაპარაკებები უკვე დაიწყეს.

2 თვის წინ
979 / 1
rossoneri-best
user
Milan_fan22 ამის სტატისტიკა ჰეერენვენში იცით ვინმემ? განა რაითამაშა ისეთი რომ ბენფიკა დაინტერესდა ამის შეძენით. ტიპი ჭანტურია-2ია
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 42
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ