logo

"მილანის" პრიორიტეტი - რომანიოლის მოცდა მოუწევს

"მილანის" პრიორიტეტი - რომანიოლის მოცდა მოუწევს

ალესიო რომანიოლი "მილანში" 5 წლის წინ გადმოვიდა "რომადან" 25 მილიონის სანაცვლოდ და მას შემდეგ სერია ა-ში 150 შეხვედრის ჩატარება მოასწრო. "სასუოლოსთან" მატჩამდე, ფეხბურთელს ყველა შეხვედრაში სრულად ჰქონდა მონაწილეობა მიღებული.

"Corriere dello Sport" 25 წლის ფეხბურთელის კონტრაქტზე იწერება, რომელიც ალესიოს 2022 წელს ეწურება. როგორც წყარო გვამცნობს, იტალიელს მოცდა მოუწევს. საქმე იმაშია, რომ ლომბარდიული გრანდის ამჟამინდელი პრიორიტეტი ჯანლუიჯი დონარუმას, ზლატან იბრაჰიმოვიჩის, ჰაკან ჩალჰანოღლუს და ჯაკომო ბონავენტურას კონტრაქტებია, რომლებიც ფეხბურთელებს მომავალ წელს ეწურებათ. 

ამავე წყაროზე დაყრდნობით, რომანიოლის კონტრაქტი "შავ-წითლების" დღის წესრიგშია და თავად მოთამაშის სურვილიცაა კლუბში დარჩენა, მაგრამ შეხვედრა მინო რაიოლასთან  ოფიციალური დეტალების გავლას მოითხოვს, რისთვისაც ამ დროისთვის "როსონერის" არ სცალია. შეგახსენებთ, რომ რომანიოლის ანგარიშზე ამ სეზონში მილანური კლუბის მაისურით 39 შეხვედრაში 1 გოლია. 

2 თვის წინ
911 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 115
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ