logo

30 მილიონი პიონტეკის სანაცვლოდ, პოლონელი პრემიერლიგას მიუახლოვდა

30 მილიონი პიონტეკის სანაცვლოდ, პოლონელი პრემიერლიგას მიუახლოვდა

ბოლო დროს ბევრი საუბარია კშიშტოფ პიონტეკისა და "მილანის" გზების გაყრის შესახებ.

იტალიურ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ პოლონელი "როსონერის" იანვარში დატოვებს, ხოლო გუნდმა მისი შემცვლელის ძიება უკვე დაიწყო.

არსებული ცნობით, "ასტონ ვილა" მზადაა "მილანს" პიონტეკის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გადაუხადოს.

სავარაუდოდ, "ჯენოას" ყოფილი ფორვარდის სათამაშო დრო ზლატან იბრაჰიმოვიჩის გუნდში მოსვლასთან ერთად ნელ-ნელა შემცირდება, ხოლო პიონტეკს სათამაშო პრაქტიკა სურს.

სავარაუდოდ, "ასტონ ვილა" "მილანს" ოფიციალურად უახლოეს მომავალში მიმართავს.


9 თვის წინ
1476 / 0
ბექა ბლიაძე
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 138
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ