ინგლისურ პრესაზე დაყრდნობით, "მილანს" ლუკა იოვიჩისთვის ბრძოლაში კონკურენტი გამოუჩნდა.
როგორც წყარო იუწყება, "ნიუკასლმა" 22 წლის ფეხბურთელს თვალი დაადგა. ალბათ, უკვე გეცოდინებათ, რომ სერბით, ასევე, "როსონერიც" ინტერესდება.
შეგახსენებთ იმასაც, რომ ლუკა იოვიჩის ანგარიშზე ამ სეზონში მადრიდის "რეალის" მაისურით 23 შეხვედრაში 2 გოლია.