logo

ჩალჰანოღლუს კონტრაქტის განახლება არ სურს?! - ახალი მსურველები

ჩალჰანოღლუს კონტრაქტის განახლება არ სურს?! - ახალი მსურველები

"Calciomercato.com"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მილანის" ათიანის, ჰაკან ჩალჰანოღლუს  ლომბარდიულ გრანდთან კონტრაქტის განახლების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. 

როგორც წყარო იუწყება, 26 წლის ფეხბურთელს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, გააფორმებს თუ არა კლუბთან ახალ კონტრაქტს. თურქი ფეხბურთელი კლუბიდან გადასვლაზეც ფიქრობს.  ამავდროულად, ახალ მსურველთა ვინაობაც ხდება ცნობილი. ესენია: "ლაიფციგი" და "ჰერტა".

შეგახსენებთ იმასაც, რომ ჩალჰანოღლუს "როსონერისთან" კონტრაქტი 2021 წელს ეწურება. მის ანგარიშზე ამ სეზონში მილანური კლუბის მაისურით 35 შეხვედრაში 9 გოლია.

4 თვის წინ
1462 / 1
საშკა ცხოვრებაშვილი
user
zurius Ფეიკიაო ეგ ინფორმაციაო, თავადვე წერს სოც ქსელში
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 183
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ