logo

კიეზა "მილანის" სამიზნეში დაბრუნდა

კიეზა "მილანის" სამიზნეში დაბრუნდა

48 საათი გავიდა მას შემდეგ, რაც გადაწყდა, რომ რანგნიკი "მილანში" არ მივა და სტეფანო პიოლი მთავარი მწვრთნელის პოსტს შეინარჩუნებს. აქედან გამომდინარე, პაოლო მალდინიმ სატრანსფერო სამიზნეები რადიკალურად შეცვალა.

ლუის ჯერალდის მტკიცებით, "როსონერის" ტექნიკური დირექტორი კვლავ დაუბრუნდა ფედერიკო კიეზას ვარიანტს, რომლის გადაბირებასაც დეკემბერში ცდილობდა. 22 წლის გარემარბს "ფიორენტინა" 60 მილიონ ევროდ აფასებს.

"მილანის" გარდა, კიეზას დამატების სურვილს "ინტერი" და "იუვენტუსი" გამოთქვამენ. ახალგაზრდა შემტევმა მიმდინარე სეზონში 31 შეხვედრა ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემაც გააკეთა.

3 თვის წინ
1091 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 117
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ