როგორც იცით, "სასუოლოსთან" გამართულ შეხვედრაში მატჩის 32-ე წუთზე კუნთის დაზიანების გამო მოედნის დატოვება მოუწია ალესიო რომანიოლის, რომლის ნაცვლადაც თამაშში გაბია ჩაერთო.
"როსონერის" თავკაცი, სტეფანო პიოლი აცხადებს, რომ სავარაუდოდ იტალიელი ფეხბურთელი გუნდს ამ სეზონში ვეღარ დაეხმარება.
"რომანიოლის კუნთის პრობლემა შეექმნა, რის გამოც იგი თითქმის ყველა დარჩენილ თამაშს გამოტოვებს", - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.
შეგახსენებთ იმასაც, რომ 25 წლის მცველის ანგარიშზე ამ სეზონში ლომბარდიული გრანდის მაისურით 39 შეხვედრაში 1 გოლია