როგორც მოგეხსენებათ, რალფ რანგნიკის "მილანში" ჩამოყვანა უკვე გადაწყვეტილი ამბავი გახლდათ, მაგრამ, როგორც ჩანს, ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა.
ცოტა ხნის წინ, "მილანის" ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა, რომ "მილანის" ამჟამინდელმა თავკაცმა, სტეფანო პიოლიმ "როსონერისთან" კონტრაქტი 2022 წლამდე გაახანგრძლივა.
გუშინ კიდევ ერთი ჩატარებული წარმატებული შეხვედრის შემდეგ, სადაც "შავ-წითლებმა" სტუმრად "სასუოლოს", იბრას დუბლის წყალობით, 1:2 სძლიეს, ლომბარდიული გრანდის ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება შეცვალა და მწვრთნელს სრული ნდობა გამოუცხადა.