logo

"მილანი" არნოს ხელში, ალეგრი და ბრაიდა ბრუნდებიან", სენსაციური რევოლუცია

"მილანი" არნოს ხელში, ალეგრი და ბრაიდა ბრუნდებიან", სენსაციური რევოლუცია

გუშინ ღამე მასიმო ბრამბატიმ "7Gold"-თან საუბრის დროს დაანონსა, რომ არნოსა და "ელიოტს" შორის მოლაპარაკებები გადამწყვეტ ფაზაშია. უფრო მეტიც, მხარეებს შორის შეთანხმება შედგა და ამჟამად მხოლოდ დეტალებია განსახილველი.

მისი თქმით "მილანის" შემდეგი მფლობელი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი კომპანია "LVMH group" გახდება. ბრამბატის თქმით, ეს იყო მიზეზი ზლატან იბრაჰიმოვიჩის თანხმობისა.

გარდა ამისა, მან არნოს გეგმებიც გაამხილა. "როსონერიში" დაბრუნდება მასიმილიანო ალეგრი და "შავ-წითლებს" სწორედ ის გაწვრთნის. გარდა ამისა, გუნდში ივან გაზიდისის ადგილს არიედო ბრაიდა დაიკავებს, რომელიც თავის დროზე გალიანისთან ერთად მუშაობდა და ამჟამად მოლაპარაკებებში ერთ-ერთი შუამავლის როლს ასრულებს.

გუნდში თავიანთ როლებს შეინარჩუნებენ ზვონიმირ ბობანი და პაოლო მალდინი. არნოს გეგმის მიხედვით, გუნდში უნდა მოვიდეს ბევრი გამოცდილი მოთამაშე, როგორიც იბრაჰიმოვიჩია, რაც ლომბარდიული გრანდის მწვერვალზე მალე დაბრუნებას შეუწყობს ხელს.

2 კვირის წინ
1725 / 4
rossoneri-best
user
ROSS1899 უფრო და უფრო აქტიურდება ამ თემაზე მითქმა-მოთქმები. იმედია გამართლდება კიდეც და მოეწყობა რევოლუცია გუნდში თორე ძაან ჭაობში ვართ
user
tabihno იმედია თორე უკვე გული მიმდის ამათი თამაშის ყურებით. რა უბედურება გვჭირს აღარ უნდა დადგეს დღე როცა დამთავრდება ეს ცუდი ამბავი??
user
rijkaard სამი დღეა ეს იწერება და იმედია ასეც იქნება
user
AC_MILAN_32 ეს უკვე საინტერესოა
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ განახლებულ ACMILAN.GE-ს?

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 184
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ