logo

პიოლი "სამპდორიასთან" მატჩის შემდეგ: "ორი ფორვარდი? ახლა მხოლოდ ამის თქმა შემიძლია"

პიოლი "სამპდორიასთან" მატჩის შემდეგ: "ორი ფორვარდი? ახლა მხოლოდ ამის თქმა შემიძლია"

იტალიის ჩემპიონატის მე-18 ტურის შეხვედრაში "მილანი" საკუთარ მოედანზე "სამპდორიას" დაუხვდა.

მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა, ხოლო "როსონერი" გათამაშების ცხრილში მე-12 ადგილამდე დაქვეითდა.

"მილანის" მთავარი მწვრთნელი სტეფანო პიოლი მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს გაესაუბრა.

"მოგება გვსურდა, თუმცა ვერ მოვახერხეთ და იმედგაცრუებული ვარ. მიზანი იყო  სეზონი გამარჯვებით გაგვეგრძელებინა. ბურთს ვაკონტროლებდით, თუმცა ხარისხოვრივად მოვიკოჭლებთ. სახიფათო მომენტებს ნაკლებად ვქმნით, ასე კი გამარჯვება რთულია".

"ვფიქრობ, ჩვენი მოთამაშეები სამომავლოდ მოუმატებენ. პრესინგისა და პასების გაკეთების დროს მეტი აკურატულობა გვმართებს".

"ბერგამოში მარცხი ჯერ კიდევ ჩვენს თავებშია. სამუშაო ძალიან ბევრია და ამას ყველა აცნობიერებს".

"ზლატანის დაბრუნება პოზიტიური მომენტია. მან მხარდაჭერა მაშინვე დაიმსახურა გულშემატკივრებისგან. იბრაჰიმოვიჩის ფიზიკური მონაცემები და ტალანტი მეტი ვარიაციის საშუალებას მოგვცემს".

"ის ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე გამოვიყენეთ. ვითამაშებ თუ არა ორი ფორვარდით სამომავლოდ? არვიცი, ამაზე უნდა ვიმუშავოთ".  - განაცხადა პიოლიმ.

7 თვის წინ
1859 / 0
ბექა ბლიაძე
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ განახლებულ ACMILAN.GE-ს?

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 395
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ