logo

დი მარციო: "ინტერმა" "მილანს" შეთავაზება გაუმზადა

დი მარციო: "ინტერმა" "მილანს" შეთავაზება გაუმზადა

ფრანკ კესიე იანვარში ანტონიო კონტეს გეგმებში შედიოდა და როგორც ჩანს, არც მომავალ სატრანსფერო ფანაჯარაზე ჩაიქნევს მასზე ხელს. ჯანლუკა დი მარციოს მტკიცებით, 23 წლის ფეხბურთელი არტურო ვიდალთან ერთად, "ინტერის" ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერების მთავარი კანდიდატია.

გასულ ზაფხულში "ნერაძურიმ" "როსონერის" კესიე-გალიარდინის ბარტერი შესთავაზა, თუმცა "შავ-წითლებისაგან" უარი მიიღო. დიდი ალბათობით, "მილანი" კესიეს გაშვებას არ დათანხმდება, რადგან ბოლო შეხვედრებში მისი პროგრესი აშკარაა.

გარდა ამისა, 2017 წლის შემდეგ, კოტ დ'ივუარელი ნახევარმცველი ყველა მწვრთნელის ხელში ძირითადი შემადგენლობის წევრი იყო და "როსონერისგან" იგივე პასუხია მოსალოდნელი, როგორიც იანვარში და მანამდე იყო.

2 თვის წინ
1251 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 51
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ