"მილანის" ლეგენდამ და ტექნიკურმა დირექტორმა, პაოლო მალდინიმ "DAZN"-სთან ინტერვიუში თავის მომავალზე ისაუბრა.
"ხმები ჩემ განთავისუფლებაზე? არავინ იცის რა მოხდება. ამჟამად გუნდი კარგად ასპარეზობს და ეს ყველაზე მთავარია. არ ვფიქრობ "მილანში" ახალ როლზე. მხოლოდ მიმდინარე სეზონის წარმატებულად დასრულებაზე ვარ ორიენტირებული."
"რთულია ამ ეტაპზე ამაზე საუბარი, მაგრამ ჩემი "მილანისადმი" სიყვარული კითხვის ნიშნის ქვეშ არასდროს დამდგარა და არც დადგება. გაზიდისთან ხშირი კონტაქტი მაქვს და ის სეზონის ფინიშს ელოდება." - განაცხადა მალდინიმ.