logo

პრევიუ | "მილანი" - "იუვენტუსი"

პრევიუ | "მილანი" - "იუვენტუსი"

როგორც მოგეხსენებათ, დღეს, თბილისის დროით 23:45 წუთზე "სან სიროზე" "მილანი" "იუვენტუსის" დაპირისპირება გაიმართება. მილანური კლუბი დღევანდელ მატჩში უკანასკნელი შედეგის გამეორებას შეეცდება, თუმცა ეს არც თუ ისე მარტივი იქნება წინა შეხვედრებთან შედარებით. 

"როსონერიმ" უკანასკნელ ოთხ თამაშში სამჯერ მოიპოვა გამარჯვება. მათ შორის ბოლოს გამართული შეხვედრა გახლდათ "ლაციოს" წინააღმდეგ, სადაც მილანელებმა რომაელებს   3-0 სძლიეს. ლომბარდიული გრანდი ამ დროისთვის ცხრილში მე-7 ადგილს იკავებს და 2 ქულით ჩამორჩება "ნაპოლის".

გუნდის სიახლეები


უახლესი ცნობების თანახმად, სტეფანო პიოლი ანალოგიური შემადგენლობის გამოყენებას გეგმავს, რომელიც "ლაციოს" წინააღმდეგ ჰყავდა დაყენებული. ზლატან იბრაჰიმოვიჩს უკანასკნელ შეხვედრაში 45 წუთი მოუწია თამაში, შესაბამისად, იგი დასვენებული უნდა იყოს. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ეს ნიშნავს იმას, რომ დაცვაში ანდრეა კონტი, სიმონ კიაერი, ალესიო რომანიოლი და ტეო ერნანდესი მოგვევლინებიან. მათ წინ კი - ფრენ კესი და ისმაელ ბენასერი. შეტევაში - ალექსის საელმეკერსი,  ჯაკომო ბონავენტურა და ჰაკან ჩალჰანოღლუ იქნებიან. "შავ-წითლები" ერთი ნომინალური ფორვარდით ითამაშებენ, რომელიც ზლატან იბრაჰიმოვიჩი იქნება. 


მილანელების სავარაუდო შემადგენლობა (4-2-3-1) - ჯანლუიჯი დონარუმა, ანდრეა კონტი, სიმონ კიაერი, ალესიო რომანიოლი, ტეო ერნანდესი, ისმაელ ბენასერი, ფრენკ კესი.


ოპონენტი


ტურინული კლუბი, როგორც ვხედავთ, კიდევ ერთი სერია ა-ს ტიტულისაკენ მიემართება. ისინი 75 ქულით ცხრილის სათავეში იმყოფებიან და "ლაციოს" 7 ქულით უსწრებენ. "შავ-თეთრებმა" ბოლო შეხვედრაში "ტორინო" დაამარცხეს და "მილანთან" თამაშს პოზიტიურ განწყობაზე ხვდებიან. 

 

"იუვენტუსის" სავარაუდო თერთმეტეული (4-3-3) - ვოიცეხ შესნი, ხუან კუადრადო, დანიელე რუგანი, ლეონარდო ბონუჩი, დანილო, როდრიგო ბენტანკური, მირალემ პიანიჩი, ადრიან რაბიო, ფედერიკო ბერნარდესკი, გონსალო იგუაინი, კრიშტიანუ რონალდუ.

პროგნოზი | "მილანი" - "იუვენტუსი" (1-1)

შეგახსენებთ იმასაც, რომ შეხვედრის პირდაპირს რეპორტაჟს "Setanta Sports Georgia" წარმოგიდგენთ.

2 თვის წინ
635 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 25
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ