logo

პიოლი ფეხბურთელებს იცავს: "ისინი თამაშის მსვლელობას აპლიკაციით სწავლობდნენ"

პიოლი ფეხბურთელებს იცავს: "ისინი თამაშის მსვლელობას აპლიკაციით სწავლობდნენ"

"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ "Corriere della Sera"-სთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც რამდენიმე საინტერესო თემაზე ისაუბრა.

"გუნდში მოსვლისთანავე წესი დავამკვიდრე, რომ მობილურების მოხმარება მაქსიმალურად შემცირებულიყო. რაც შეეხება გასულ შეხვედრაში მომხდარს, ამას ორი მიზეზი ჰქონდა. პირველი: შესვენებაზე ისინი ისვენებენ და ფლეილისთში სიმღერებს უსმენენ, მეორე მიზეზი კი ისაა რომ ჩვენი აპლიკაციის მეშვეობით თამაშის მსვლელობას სწავლობდნენ."

"ყველა ფეხბურთელს სჭირდება ნახვა თუ როგორ თამაშობს, რათა გამოასწოროს შეცდომები. "ნაპოლისთან" შეხვედრის შემდეგ მხოლოდ ბილიას ვესაუბრე და მითხრა, რომ აპლიკაციის მეშვეობით "ნაპოლის" ფეხბურთელების მოძრაობებს აკვირდებოდა."
 - განაცხადა პიოლიმ.

5 თვის წინ
499 / 0
ბექა ბლიაძე
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ განახლებულ ACMILAN.GE-ს?

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 318
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ